среда, 25 февраля 2009 г.

იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში,
იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითაა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან-შიდა ქართლი, სამხრეთიდან-სამცხე-ჯკავახეთი და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი. იმერეთის ფართობია 6,6000კმ.

,,დღეობა უქმეებს ვაკეთებთ ხაჭაპურს, სამკუთხა ხაჭაპურს, ხაბიზგინებს, ტაბლებს’’
იმისთვის, რომ ჩვენ გაგვერკვია, თუ რა თავისებურებები ახასიათებს იმერულ სამზარეულოს, ჩვენ ინტერვიუს ავიღებთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებისგან, ქალბატონ ნონა გამსახურდაშვილისგან, რომელიც წარმოშობით იმერეთიდანაა.
-ქალბატონო ნონა, იმერეთში როგორი სახის საჭმელებს ანიჭებენ უპირატესობას?
-იმერეთში ძალიან პოპულარულია მცხარე, მწარე საჭმელები.
-რამდენად პოპულარულია იმერეთში ხაჭაპური?
-იმერეთში ხაჭაპური ძალიან პოპულარულია და მიღებულია, არ არსებობს იმერული სუფრა ხაჭაპურის გარეშე.
-როგორ მზადდება იმერული ხაჭაპური?
-ბებია ცომს ზელდა ჩვეულებრივს. ახლა რომ იყიდება ცომი გამზადებული, მაშინ ას არ იყო, და საფუარსაც სახლში აკეთებდა. ცომს რომ მოზელდა, გააღვივებდა, ამზადებდა გულს. გულში იყენებდა სფუთა ყველს ყოველგვარი მინარევის გარეშე. ყველს ყოველთვის ხელით ჭყლეტდა, შემდეგ, როცა ცომიც გაღვივდებოდა, ამოიღებდა გუნდებს, გააბრტყელებდა და მოაყრიდა ყველს. მრგვალად მოუკრავდა პირს და გააბრტყელებდა. შემდეგ ბუხარში გააწყობდა დანთებულ ცეცხლზე. კეცები ჯერ გაიმურებოდნენ, როცა ეს მური მოსცილდებოდა და კეცი გათეთრდებოდა, ე.ი კეცი მზად იყო. ამ დროისთვის უკვე მომზადებული იყო გუნდა, შიგ მოთავსებული სფუთა ყველით. ამ გუნდას დადებდა კეცზე, გუნდას ზემოდან კიდევ კეცს დაადებდა. შემდეგ კვლავ გუნდა და ასე მეორდებოდა, რამდდენჯერმე, ბოლო კეცს კი ზემოდან ნაკვერჩხალს დააყრიდა. გარკვეული დროის შემდეგ ხაჭაპურიც მზად იყო.
-როგორ მიირთმევდით ხაჭაპურს?
-ხაჭაპურის გამოღების შემდეგ არც ერბოს, არც კარაქს და არც სხვა რამეს უსვამდა, პირდაპირე კეცზე ამტვრევდა და შემდეგ მივირთმევდით ხოლმე. ნამდვილი იმერული ხაჭაპური აუცილებლად ბუხარში კეცზე გამომცხვარი უნდა იყოს.